ახალი ამბები
„პარკინგსერვისი“ ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს“ - TI
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერიის შპს "პარკინგსერვისი" ადგილობრივი ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას ვერ ასრულებს.

კვლევის ავტორთა თქმით, შპს-მ 2016 წელს ქალაქის ბიუჯეტში წლიური საიჯარო თანხის  - 463 415 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარი შეიტანა, საიდანაც 166 000 ლარზე მეტი "პარკინგსერვისმა" ჯარიმებით ამოიღო. შესაბამისად, ქუთაისის მერიის შპს-მ ხელშეკრულებით დაკისრებული  საიჯარო თანხიდან ბიუჯეტს მხოლოდ 100 000 ლარი გადაუხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაკისრებული თანხის არასრულად გადახდა არის ქუთაისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტმა სარგებლის ნაცვლად ზარალი მიიღო.

"ერთის მხრივ, მერია ცდილობს მოაგვაროს პარკირების პრობლემა ქალაქში, თუმცა, ცხადია, რომ ეს პრობლემა, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში,  ისევ არსებობს და ქალაქის ბიუჯეტიც ვერ იღებს შესაბამის სარგებელს", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა  ქუთაისის მერიას შპს "პარკიგსერვისის" დაფუძნების ნაცვლად,  ეს ვალდებულება კერძო კომპანიისთვის მიენდო, რადგან ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურად მოსთხოვდა მას ვალდებულებების შესრულებას.

"ქუთაისის მერიამ 2015 წელს გამოაცხადა აუქციონი პარკირების მოსაწესრიგებლად, თუმცა, მაშინ ამის სურვილი არავინ გამოთქვა. ამის შემდეგ,  ქალაქის ხელისუფლებამ დაწია წლიური საიჯარო თანხის რაოდენობა, მაგრამ, განმეორებითი აუქციონი აღარ გამოაცხადა და დააფუძნა "პარკინგსერვისი", რაც საბოლოო ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა",-განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

კვლევის ავტორები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ  "პარკინგსერვისს" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს.

შპს "პარკინგსერვისში" ქალაქის ბიუჯეტთან მიმართებაში დავალიანების არსებობას არ უარყოფენ, თუმცა, ამბობენ, რომ  შპს დაკისრებულ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.