ქუთაისის მედიასკოლიდან
გარიცხული ანზორ სვიანიძის საქმით ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია დაინტერესება.
საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის
თქმით, ფაქტზე ისინი ახალგაზრდული ცენრტის ყოფილ
მოსწავლეს დაუკავშირდებიან და საკითხს შეისწავლიან.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან მოსწავლის გარიცხვის საკითხზე
სახალხო დამცველის აპარატს დავუკავშირდით. სადაც განგვიცხადეს, რომ
დაზარალებულმა სახალხო დამცველს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც შეძლებენ
მისი უფლებების დაცვას.
"ვიდრე არ მოხდება თემის შესწავლა მანამდე კომენტარს აღნიშნულ
საკითხზე ვერ გავაკეთებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი"
, - გვითხრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ანა
თამაზაშვილი.
ქუთაისის მედიასკოლის მოსწავლე, ანზორ სვიანიძე ლგბტ თემის წევრების
მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო სასწავლებლიდან 6 ნოემბერს,
სასწავლებლის ადმინისტრაციამ გარიცხა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე დაწერილი სტატუსის გამო
გარიცხეს
მასალის გამოყენების პირობები