გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო
იმერეთში ქარი ჩადგება, ხოლო ღამით ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია
წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
"6 ნოემბრის საღამოს იწვიმებს, ასევე, წვიმა არის მოსალოდენლი 7
ნოემბერს დილის საათებში. ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და იქნება
20 გრადუსი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, 8-9 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ
არამდგრადი ამინდი და ხანმოკლე წვიმა იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები
გამოდარებას 11 ნომებრიდან პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები