ჭიათურის თავზე, საშევარდნოს კლდეზე 12 მეტრი სიმაღლისა და 6 მეტრი
სიგანის ჭიათურის გერბი დამონდაჟდა.
ჭიათურის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ შეყლაშვილის თქმით, გერბის
დამნტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ათას ლარამდე
დაიხარჯა.
"გერბს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალამაზებს მუნიციპალიტეტის
იერსახეს," - აცხადებს თეიმურაზ შეყლაშვილი.
მისივე თქმით, მთაზე აღმართული გერბი ლითონის გამძლე
კონსტრუქციისგანაა დამზადებული.
ჭიათურის გერბზე ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად. I
ნაწილზე - ზურმუხტის ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ვერცხლის
ჯვარია, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც
აღმართულია ოქროს საყდარი.
II ნაწილზე - სევადის ველზე მოთავსებულია ოქროს სამი რონოდა
("ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი. გერბის ქვედა
ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი -
სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად
ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის
ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია
დევიზი - "ჭიათურა".
მასალის გამოყენების პირობები