ახალი ამბები
2018 წლიდან, მშენებლობებზე, სიმაღლეზე მომუშავეებს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევთ
FaceBook
2018 წლის მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს. აღნიშნული დადგენილება მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა და ის ძალაში მომავალი წლის 1 მაისიდან შევა.

დადგენილების ფარგლებში დამტკიცდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის განისაზღვრა 2 მეტრის სიმაღლე, ხოლო ვარდნის საფრთხის შემცველად ჭები, ღიობები, ნათხაური გრუნტები, სხვადასხვა ტიპის მშენებლობები. რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილებაში მითითებულია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის, მოთხოვნები დაკიდული ხარაჩოების და ა.შ. შესახებ. დადგენილება ასევე, განმარტავს, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ბადეები.

დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაოს დაწყებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები, უნდა შეიმუშავოს სამაშველო გეგმა და გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას დაიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

დადგენილების დამტკიცებისთანავე დამცავი მოაჯირი უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან.

მოაჯირის ძირზე უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ხარაჩოების სწორი დაპროექტება და დამონტაჟება.

ეს და სხვა სახის რეგულაციები საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა და ის უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ გვერდზეც, რაც შეეხება, სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულისთვის სპეციალური სწავლებას ის 2018 წლის 1 მაისიდან განხორციელდება. რეგლამენტის წესების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს უფლებამოსილების ფარგლებში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.