ანონსი
„სიცოცხლის ფესტივალის“ საზეიმოდ დახურვის ცერემონიალი ქუთაისში გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურება "სიცოცხლის ფესტივალი".

კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. შესრულდება მორის რაველის "ბოლერო" და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3.ს აზეიმო დახურვა 5 ოქტომბერს 19:30 საათზე გაიმართება.

კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას გადაერიცხება. ბილეთების შეძენა 28 სექტემბრიდან შესაძლებელია, როგორც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ასევე ელექტრონულად TKT.ge-ზე.

ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩათულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.

2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი"" სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალმა სტარტი მესტიაში,
"ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს.

ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 50 ბავშვს ესმება ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე დიაგნოზი, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 300 ბავშვს ესაჭიროება მრავალჯერადი დახმარება.

2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბერი ანდრიას ფონდს, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა 20 წლით, სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად.

ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:57 / 19.04.2024
"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ
12:30 / 13.04.2024
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.