27- 28 სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
თეატრი თავის 133-ე თეატრალურ სეზონს დავით კლდიაშვილის პიესით
"უბედურება" ხსნის.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელი გიორგი
სიხარულიძეა. „უბედურება“ ერთ მოქმედებიანი დრამაა და
მასში მესხიშვილის თეატრის ოცამდე მსახიობია დაკავებული. მათ
შორის, მარიკა სამანიშვილი, ავთანდილ სახამბერიძე, მაგდა გერაძე, ენდი
ძიძავა, გიგა მიქაძე და სხვები.
წამოდგენა 19 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები