22 მაისს 18:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ხელბურთში (კაცთა გუნდებს შორის), რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორი "ქუთაისი'' და გერმანული "ზაარბრიუკენი'' დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული შეხვედრა, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა და ქალაქ ზაარბრიუკენის ხელბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება.
ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ზაარბრიუკენის სპორტის სამსახურიც ჩართულია და სამომავლოდ ანალოგიური ღონისძიებები სხვა სპორტის სახეობებშიც იგეგმება.
გერმანული კლუბი ქუთაისში 21 მაისს ჩამოვა და აქ სამი დღე დარჩება. შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.
,,ზაარბრიუკენი" 2004 წლიდან გერმანიის რეგიონის ზაარლანდის ლიგაში ასპარეზობს. გერმანულ კლუბში თამაშობენ ლეგიონერები, მათ შორის ქართველი ხელბურთელი გიორგი ნუკრიძე.
ზაარბრიუკენს ასევე ჰყავს ქალ ხელბურთელთა კლუბი, რომელიც 2015 წლის 9 მაისს ზაარლანდის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები