ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება წიგნების
გამოფენა-გაყიდვა "მოიზღვავე წიგნები".
აქცია 18-19 მაისს ჩატარდება და 12:00 საათიდან 20:00 საათამდე
გაგრძელდება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ გამოფენაზე წიგნები
40-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხავა გამომცემლობები:
„აზრი“, „არეტე„“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, "ინტელექტი“,
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" და ა.შ.
ღონისძიების ორგანიზატორი წიგნების გამავრცელებელი კომპანია
"ირიათონია". აღნიშნული აქციის მიზანს მხატვრული ლიტერატურის
პოპულარიზაცია წარმაოდგენს.
პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების
გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და
ზუგდიდში.
გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია,
კერძოდ კეთილმოწყობისა და კულტურის
სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები