6 მაისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია
გაიმართება.
შეხვედრას ორგანიზებას ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა უწევს. დისკუსიის თემას პოლიტიკა, ანტიდასავლური
პროპაგანდა და სიძულვილის ენა წარმოადგენს.
საჯარო ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა და აღნიშნული
საკითხებით დაინტერესებულ პირთა ცნობიერების ამაღლება პოლიტიკის,
სიძულვილის ენის გამოყენებისა და ქართულ პოლიტიკაზე მისი გავლენის,
ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ანტიდასავლური პროპაგანდის
გავლენის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგი ასევე მოიცავს
დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებებისა და
ტოლერანტობის საკითხებს.
საჯარო ტრენინგს წარუძღვება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის
გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.
დისკუსია 12:00-დან - 15:00-მდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები