კულტურის სამინისტროს პროექტმა " ცოცხალი წიგნები ღია სკვერებში" შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის შემდეგ იმერეთში გადმოინაცვლა.
2015 წლის 7 მაისს, 17 საათზე I საჯარო სკოლის დიდ დარბაზში მკითხველებს შეხვდებიან მწერლები - გიორგი არაბული, შორენა ლებანიძე, შალვა ბაკურაძე, ცირა ყურაშვილი, გიორგი კაკაბაძე, მარიამ წიკლაური და პროექტის ავტორი ქეთი დუმბაძე. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები