ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო
ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს საავტორო ფოტო-კონკურსს სახელწოდებით:
,,წიგნი ობიექტივიდან"
დავინახოთ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყარო! შევძინოთ ჩვეულ გარემოს
მეტი ფერები! - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები და კონკურსის
პირობებს აქვეყნებენ.
1. ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.
2. ჟიურის ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს
ფოტოსურათი.
3. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ
მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება.
4. კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული
და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე).
5. კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი
ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე
მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად
იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ,
შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი.
3 საპრიზო ადგილის გარდა აღინიშნება ნომინაციები:
1. ემოციური მკითხველი;
2. იუმორისტული ფოტო;
3. ფოტოფანტაზია ლადო ასათიანის შემოქმედების მიხედვით;
4. ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ 3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1
ფოტოდ).
I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს; ნომინაციებში
გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია
ყველა ფოტომოყვარულს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტონამუშევრები უნდა
გამოაგზავნონ როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით 2017 წლის 24
მაისამდე (ორივე ვერსია აუცილებელია).მისამართი: ქ. ქუთაისი, ლ.
ნუცუბიძის ქ. N1 საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური. ელ.ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 31 მაისს.
პროექტი ხორციელდება მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების
მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები