მიმდინარე წლის 5 აპრილს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება
ფიდერის N92 დაახლოებით 1800 მომხმარებელს ქ. ქუთაისში რუსთაველის
(კენტი N77-137, ლუწი N92-124), პეტრიწის, ბარათაშვილის, გველესიანის
და მიმდებარე ქუჩებზე.
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ
სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ ქსელში.
სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებისთვის ელენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები