აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტისა და მწერლის,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი
კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართება.
შეხვედრა უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში მოეწყობა.
ლექციის თემას "ლიტერატურა და ანიმაცია" წარმოადგენს.
გიორგი კეკელიძესთან შეხვედრის ინიციატორები არიან აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი და
ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები.
საჯარო ლექცია 30 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება. დასწრება
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები