პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიმართება.
გამოფენა სახელწოდებით " ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" 3 აპრილს იქნება
წარმოდგენილი. მისი ორგანიზატორები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
სამხატვრო სკოლა და საინიციატივო ჯგუფი "ერთად" გახლავთ.
გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ახალგაზრდული
ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები შერეულ
თემატიკაზე.
ორგანიზატორების განმარტებით ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს
არადევნილ მოსახლეობაში დევნილობის თემის გააქტიურებას,აფხაზეთის
თემის გაცნობას, ახალგაზრდა დამწყებ მხატვართა ნამუშევრების
წარმოჩენას, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.
გამოფენა 17 საათზე გაიხსნება და ერთ დღეს გააგრძელდება.
დასწრება თავისუფალია,
მასალის გამოყენების პირობები