28 მარტს, ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება
გაიმართება.
კონცერტის მიზანს ერთი წლის გოგონას დახმარება წარმოადგენს.
გოგონამ უკვე 6–ჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება. მიუხედავად უამრავი
ანალიზისა და გამოკვლევისა ექიმები ამ დრომდე დიაგნოზს ვერ სვამენ.
ამასთან ერთად, გოგონას აქვს თანდაყოლილი კორძიანი სხეულის დისგენეზია
და სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი
ვერ გაივლის ვერასოდეს და ვერ შეძლებს ლაპარაკს.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით საჭიროა ბავშვის სასწრაფოდ
თურქეთში გადაყვანა და დროული პროცედურების ჩატარება.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება სადაც კონცერტის გარდა
სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მომღერლები ინდირა
ჯგერნაია, მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, საქველმოქმედო
ღონისძიება ბენდი – "მუზეუმი", ანსამბლი "ხარება" , ჯგუფი "ვაჩუქოთ
ღიმილი ერთმანეთს", ჯგუფი "ბინდი" და სსხვები.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება 10 ლარს შეადგენს.
კონცერტი 18 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები