წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აბონენტებს 23-24 მარტს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
"ენერგო პრო
ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით,
ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურში დაგეგმილი ტესტირების გამო, მიმდინარე
წლის 23 მარტის 23:00 საათიდან 24 მარტის 02:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით 25000 აბონენტს ქალაქ
წყალტუბოში და მიმდებარე სოფლებში, ამბროლაურის რაიონის ქვედა ზონის
სოფლებში, ეტაპობრივად შეუწყდებათ. ძაბვა არ მიეწოდება აგრეთვე,
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. ტესტირების პროცესში
გამანაწილებელ ქსელში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძაბვის
ცვალებადობას.
მასალის გამოყენების პირობები