ქუთაისის "ნიღბების თეატრში" სპქტაკლის „ბერიკაობა“ პრემიერას
წარმოადგენენ.
სპექტაკლს სულხან-საბა ორბელიანისა და ივანე კრილოვის იგავების
მიხედვით რეჟისორი დავით ჯიშკარიანი განახოციელებს. დავით ჯიშკარიანი
ადაფტირებული პიესის ავტორიცაა.
როგორც დავით ჯიშკარიანი სპექტაკლის შესახებ აღნიშნავს, "ბერიკაობა"
მუსიკალური იქნება. "სპექტაკლში ქართულ-ხალხურ მუსიკასა და სიმღერებს
გამოვიყენებთ", - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
„ბერიკაობაში“ 6 მსახიობი იქნება დაკავებული.
სპექტაკლი 17 საათზე დაიწყება.
სპექტაკლის ავტორებმა „ბერიკაობა“ დედის დღეს მიუძღვნეს.
სპექტაკლს მრავალშვილიანი დედები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები