ქუთაისის პანტომიმის თეატრი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება.
პრემიერა 18 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ცოდვილნი''.
ავტორები პრემიერამდე არ ახმაურებდნენ არც სპექტაკლის თემასა და
შინაარსს. "მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სპექტაკლი ცხოვრებისეულ
საკითხებს ეძღვნება", - აღნიშნა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა
ბაქარ ბაქრაძემ.
სპექტაკლის დასაწყისი 18:00 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები