1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება.
აქცია, 14 სთ-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ლ. მესხიშვილის თეატრთან არის დაგეგმილი.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ანაზღაურება, ჩაგვრა, უმუშევრობა და სიღატაკე მთავარი პრობლემებია.
აქციაზე უკმაყოფილებას და მოვითხოვნებს გააჟღერებენ: უმუშევარს - დასაქმება; დასაქმებულს - ღირსეული შრომის პირობები! ; დაჩქარდეს შრომის ინსპექციის შექმნა!; შეწყდეს ადამიანების გამოსახლება ბანკების ყაჩაღური კრედიტების გამო! ; პროგრესული გადასახადი (მდიდრებმა გადაიხადონ მეტი)!; კვების დეფიციტის გამო ბავშვთა სიკვდილიანობის აღმოფხვრა!
აქციის ორგანიზატორები არიან სახელოსნო პრაქსისი და ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტები.
"დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩაგვრის მსხვერპლია - ბევრი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში შრომობს, ბევრის შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ოჯახის გამოსაკვებად არ ყოფნის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქცეულია "მშრომელ ღარიბად", იძულებულია, დათანხმდეს შრომის მონურ პირობებსაც კი, რადგან უკეთესის მოთხოვნა შეიძლება, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. თავისუფალ ბაზარს მინდობილი მოქალაქის მოწყვლადობით სარგებლობს კერძო კაპიტალი და შედეგად ვიღებთ დაბალანაზღაურებად მუშახელად ქცეულ საზოგადოებას, მინიმალური გარანტიების გარეშე და ხვალინდელი დღის შიშით. საგანგაშოა იმათი მდგომარეობა, ვისაც "იპოთეკით დაზარალებულებად" მოიხსენიებენ - ათასობით ოჯახი გამოსახლების საფრთხის წინაშეა. სიღატაკის ყველაზე შემზარავი შედეგი ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი იღუპება კვების დეფიციტის გამო.
სტუდენტს, რომელიც დამლაგებლად ან მიმტანად მუშაობით ირჩენს თავს
კაცს, რომელიც ასფალტს აგებს და ცდილობს წამლის ფული იშოვოს
მეშახტეს, რომელიც სიცოცხლის ფასად შოულობს ოჯახის გამოსაკვებ ფულს
ქალს, რომელსაც მამაკაცზე ბევრად ნაკლებს უხდიან რომელიმე ბანკში
ბანკებისგან დავალებულ ადამიანთა არმიას, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ...
სოლიდარობის გარდა სხვა გზა არ აქვთ!"
1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს.
მასალის გამოყენების პირობები