სპექტაკლის პრემიერას, რომლის სათაურიც უცნობი რჩება, პანტომიმის
თეატრში მარტის პირველ რიცხვებში გეგმავენ.
სპექტაკლის ავტორები სათაურსა და სპეტაკლის თემაზე ინფორმაციას
საიდუმლოდ ტოვებენ. "მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სპექტაკლი ცხოვრებისეულ
საკითხებს ეძღვნება", - აღნიშნა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა
ბაქარ ბაქრაძემ.
თეატრი, რომელსაც საკუთარი შენობა არ გააჩნია, ქუთაისის ოპერის
თეატრში აგრძელებს რეპეტიციებს.
პანტომიმის თეატრი ქუთაისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები