ქუთაისის მერია, 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან
დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს
განახორცილებს.
გთავაზობთ ღინისძიებათა პროგრამას.
ქუთისში დავითობისადმი მიძღვნილი დღესასწაულები 09:30 საათზე დავით
აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება.
10:30 საათზე გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების დავით
აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ჩოხოსანთა
დალოცვა და კურთხევა გელათის მონასტერში.
12:00 საათზე დაიწყება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების წმინდა
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის
კონფერენცია "დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა", გელათის
აკადემიაში.
12:00 საათზე ნინო ლორთქიფანიძის წიგნის "ქართული სამკაული"
პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმი უმასპინძლებს.
12:30 საათზე მოეწყობა ომარ მხეიძის და 5 იუბილარი ჩოხოსნის
პატივგება. გელათის აკადემიაში.
13:00 საათზე პედაგოგთა გელათის აკადემიაში მე-2 სამეცნიერო
კონფერანციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
13:00 საათზე მოეწყობა საქველმოქმედო რესპუბლიკური
ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა"", რომელსაც
მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული
თეატრი უმასპინძლებს.
13:30 საათზე გელათის მონასტერში ფართო პროფილური არასამთავრობო
ორგანიზაცია " პროგრესული თაობა" მიერ გაიმართება წიგნის პრეზენტაცია
"ბაგრატიონთა სამეფო დინასტია".
19:00 საათზე დაიწყება საქველმოქმედო საიუბილეო კონცერტი ბესო
კალანდაძე და მეგობრები ( უჩა კორძაია, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ
კვაშალი, ბიძინა მახარაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვა) -
მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული
თეატრი.
აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა. რომლის
განსახორცილებლად მერია 3 000 ლარს დახარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები