ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლა ჟურნალისტ სალომე ასათიანს
უმასპინძლებს.
საუბრის თემა მედიის საკითხები იქნება.
"თემა შეირჩა სალომე ასათიანის პროფესიიდან გამომდინარე. სალომე
ერთ-ერთი ჟურნალისტია ბოლო პერიოდის მანძილზე, რომლის გადაცემასაც
ეტყობა, რომ ჟურნალისტი ფიქრობს თემაზე, ამზადებს და სვამს
საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს ", - აღნიშნა ახალგაზრდული
ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
შეხვედრა 14 თებერვალს მოეწყობა. დასაწყისი 16 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები