ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა"
გაიმართება.
სპექტაკლის პრემეირა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, შარშან ოქტომბერში
შედგა. პრემიერის შემდეგ ეს პირველი წარმოდგენა იქნება.
"ტრავიატას" ამ წარმოდგენაში მთავარ როლებს შეასრულებენ საერთაშორისო
აღიარების მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: მარიკა მაჩიტიძე
(ვიოლეტა ვალერი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და
ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), ირაკლი კახიძე (ალფრედ ჟერმონი,
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი), ნიკოლოზ ლაგვილავა
(ჟორჟ ჟერმონი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), მათ პარტნიორობას გაუწევენ ქუთაისის
ოპერის თეატრის სოლისტები: ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა
მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე
ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ"ობინი), ბესიკ
ბასილაძე (ექიმი გრენვილი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია
გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.
სპექტაკლის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე,
მხატვარი თემურ არსენიძე და ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.
სპექტაკლი 2017 წლის 25 იანვარს 19 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები