"შევაჩეროთ ძალადობა ლგბტქი ადამიანთა მიმართ", - ეს მოწოდება
აეერთიანებს ფოტონამუშევრებს, რომელთა გამოფენაც ქუთაისში
გაიმართება.
"განათლებისა და შრომის ასოციაცია", მხატვარ ლია უკლებასთან ერთობლივი
თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც "ლგბტქი"
საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.
გამოფენა 2016 წლის 30 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
მასზე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისოდ ცნობილი ლესბოსელი,
გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანების
ფოტოები და ისტორიები წარმოადგენენ. ასევე, წარმოადგენენ "ლგბტქი"
აქტივიზმის დასაწყისის ფოტო/ვიდეო მასალას, მოისმენთ ცნობილ
უფლებადამცველთა საუბრებს ლგბტქი თემებზე და გამოიფინება ფოტოები
მხატვარ ეთერ ჭკადუას გამოფენიდან.(პროექტი ანონიმუსი)
"ჩვენ ვცდილობთ აღმოვფხვრათ ძალადობა "ლგბტქი" ადამიანთა მიმართ და
ხელი შევუწყოთ მათ ხილვადობას საზოგადოებაში, რაც უმნიშვნელოვანესია
თანასწორობის დამკვიდრების პროცესში", -აღნიშნავენ გამოფენის
ორგანიზატორები.
მასალის გამოყენების პირობები