ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად ქუთაისში 19 აპრილს აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში ამ წუთებში დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები გააჟღერებენ თხოვნას სახელმწიფოს მისამართით, შეიფაროს ასურელი ოჯახები:
"ძალიან გთხოვთ დავუდგეთ გვერდში ასურელ ქრისტიანებს, დავგმოთ ის საშინელება რაც დღეს ხდება. ვთხოვოთ სახელმწიფოს შეიფაროს ასურელი ოჯახები! ცენტრალურ მოედანზე ვიკრიბებით და მსვლელობით ავალთ ბაგრატის ტაძარზე სადაც პარაკლის გადაიხდის მამაო!!!"
ასურელი ქისტიანების მხარდასაჭერად აქცია ქუთაისში 19 აპრილს 15:00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება. 19 აპრილს ანალოგიური აქცია თბილისშიც იმართება, 17 საათზე, პარლამენტის შენობის წინ.
მასალის გამოყენების პირობები