ქუთაისის ოპერის თეატრი საბალეტო სპექტაკლს უმასპინძლებს.
წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის
თანამედროვე ბალეტის" სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე "დოვინ -
დოვენ - დოვლი..."
სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო თარიღს
მიეძღვნება.
წარმოდგენის დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა.
პექტაკლი 17 ნოემბერს, 19 :00 სთ-ზე გაიმართება.
პროექტის მხარდამჭერები ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის,
განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური არიან.
მასალის გამოყენების პირობები