ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ცირა
ყურაშვილის ახალი წიგნის "ჟამსა თამაშობისასა" წარდგინება
გაიმართება.
ნოველების კრებულში სხვადასხვა დროს დაწერილმა ტექსტებმა მოიყარეს
თავი.
"აზროვნების სიღრმე, ხედვის მოულოდნელი კუთხეები, ოსტატურად
დაუფლებული ენა – ეს არასრული ჩამონათვალი იმ აქცენტებისა, რაც ცირა
ყურაშვილის ნოველებს გამოარჩევს. ეს რჩეულობა, გნებავთ – უკიდურესი
ინდივიდუალიზმი, თვითმყოფადობა, აქცევს მას ყოველთვის საინტერესო,
ყურადღებამისაქცევ ავტორად", - ასე აფასებენ ნოველათა კრებულს
სპეციალისტები.
პრეზენტაცია 2016 წლის 28 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები