2016 წლის 28-29 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წიგნების
გამოფენა-გაყიდვა "მოიზღვავე წიგნები" გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 8 გამომცემლობის წიგნები, რომლებიც
40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია "ირიათონი"
სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში აქციებს პერიოდულად აწყობს,
რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით
გულისხმობს.
მსგავსი აქცია უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში.
გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები