ქუთაისში, 25 სექტემბერს, წყვილთა რბოლაში იმერეთის თასის გათამაშების
მე–5-ე ეტაპი ჩატარდება.
ღონისძიება ე.წ. "სტეკლოტარის" ხიდის ქვეშ გაიმართება.
რბოლაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 9 საათზე დაიწყება,
შეჯიბრი კი სტარტს 11:00 საათზე აიღებს.
"აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ჩვენი გარდაცვლილი მრბოლელი მეგობრის,
ბესო ირემაძის ხსოვნას. "კლუბის პრეზიდენტის" ნიკო სვანიძის
გადაწყვეტილებით, სწორედ მისი სახელობის თასი გადაეცემა
გამარჯვებულს", - განმარტავენ ორგანიზატორები.
თასები, მედლები, საწვავის ტალონები, სასაჩუქრე ვაუჩერები, ერთ წლის
მანძილზე ულიმიტოდ გამოყენების სხვადასხვა ფასდაკლების ბარათი - ეს იმ
პრიზების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რბოლაში გამარჯვებული
წყვილები მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები