ქუთაისის ოპერის თეატრი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს უმასპინძლებს.
კონცერტი 29 აგვისტოს გაიმართება და იგი კომპოზიტორის 80 წლისთავს
მიეძღვნება.
კონცერტი 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
აღნიშნული საღამო „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში იმართება,
რომელიც ქალაქის მერიის ორგანიზებით ტარდება.
„ზაფხულის საღამოები“ მეექვესე წელია ეწყობა ქუთაისში და
კინოჩვენებებს, როკ - კონცერტებს და ცნობილ კომპოზიტორებთან
შეხვედრებს ეთმობა.
"ზაფხულის საღამოების" ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია წელს 14 455
ლარს ხარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები