"დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!" – ამ
სახელწოდებით აქციას "თეთრი ხმაურის მოძრაობა" გამართავს.
ღონისძიება სამტრედიის პოლიციის შენობასთან 17 საათზე დაიწყება.
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" აქციით საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკას
გააპროტესტებს.
"სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა
ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი
ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი
ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში
პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის
საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს. ამასთან უნდა
აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა
საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში
არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი
დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის
მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს
განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ
გაკეთებულ განცხადებაში.
"თეთრი ხმაურის მოძრაობამ" ამავე თემაზე საპროტესტო აქცია მთავრობის
ადმინისტრაციასთან გამართა, რომელსაც "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი
წევრი თამარ კორძაია შეუერთდა.
სამტრედიაში კი მათ "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერები ზურაბ
ჯაფარიძე და თემურ ცამციშვილი შეურთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები