"ტორპედომ" ახალი საფეხბურთო სეზონის წინ, განახლებული გუნდი
წარადგინა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის კობა ჟორჟიკაშვილის თქმით, "ტორპედო"
სეზონს 8 ახალი ფეხბურთელით დაიწყებს. მათ შორის ერთი ჰოლანდიელი და 7
ქართველი მოთამაშე იქნება.
ესენი არიან:
# 14 ჰოლანდიელი იურგენ რომანო კოლინი
# 5 გუგა ფალავანდიშვილი
# 27 გიორგი გურული
# 11 ავთო ენდელაძე
# 22 გრიგოლ დოლიძე
# 77 ალექსი ბენაშვილი
# 20 ცოტნე მესხი
# 49 მამუკა ქვილითაია
ახალწვეულებს ნომრიანი სათამაშო მაისურები უკვე გადაეცათ.
ახალი საფეხბურთო სეზონი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს იწყება.
28-ე, გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო ტურში ქუთაისის
"ტორპედო" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.
"ტორპედოს"
ახალი ინვესტორი ჰყავს. კლუბის
განვითარებაში ფულს, მისი ახლადდანიშნული პრეზიდენტი,
ზაალ ჩაჩავა ჩადებს.
მასალის გამოყენების პირობები