"დავუჭიროთ
მხარი ქალთა უფლებების დაცვასა და მათი პოლიტიკური აქტივიზმს"
8 მარტს, 15:00 საათზე ქალთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს,
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია)
გაიმართება აქცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდაჭერისათვის.
აქცია-მსვლელობის მიზანია, შეურთდეს ქალთა უფლებების დაცვის ეროვნულ
კამპანიას და ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას, რომელიც მთელი
საქართველოს მასშტაბით 8 მარტს გაიმართება.
აქციის პირველი ეტაპი მოიცავს ცენტრალურ მოედანზე მსვლელობას, ხოლო
ბოლო ეტაპი ითვალისწინებს ქალთა უფლებათა დამცველი აქტივისტების
სიტყვით გამოსვლებს, რომლებიც აქცენტს გააკეთებენ ქალთა უფლებებისა და
მათი პოლიტიკური აქტივიზმის მხარდაჭერაზე.
"8 მარტს ყველანი შევიკრიბებით და მოვთხოვთ ყველა იმ ორგანოსა თუ
სექტორს, უზრუნველჰყოს ქალთა უფლებების დაცვა, ეს იქნება
პარლამენტარები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმოამდგენლები," -
აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღევანდელი ფონი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით :
✘ საქართველოს პარლამენტში 150 ტეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი
(12%);
✘ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს პარლამენტში ქალთა
წარმომადგენლობის თვალსაზრისით და მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე
ადგილზეა;
✘ საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის მხოლოდ 246 არის ქალი
(11,8%);
✘ 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტში არის ქალი
გამგებელი;
✘ არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის;
✔ აუცილებელი, შეუერთდეთ აქციას !
✔ დავუჭიროთ მხარი ქალთა უფლებების დაცვასა და მათი პოლიტიკური
აქტივიზმის მხადაჭერს !
✔ ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას
დღეს!
მასალის გამოყენების პირობები