ქუთაისში აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული ცენტრი მოუწოდებს იმერეთში
არსებულ კომპანიებს მოიტანონ პროდუქტები.
აქცია "დააპურე საქართველო" ქუთაისში გაიმართება. აქცია თბილისში
დაიწყო და ხუთშაბათს
15 საათზე მას ქუთაისი უმასპინძლებს. ქუთაისურ ივენთს ორგანიზებას
ახალგაზრდული ცენტრი უწევს. ხუთშაბათს ახალგაზრდული ცენტრის წინ
"მადლიანი მაგიდა" დაიდგმება, სადაც ქუთათურები თავიანთ
თანაქალაქელებს შემოწირული საკვებით უმასპინძლებენ.
"მადლი ქენი... დააპურე საქართველო"-ს პარტნიორი, ქუთაისის
ახალგაზრდული ცენტრი მოუწოდებს იმერეთში არსებულ კომპანიებს მოიტანონ
პროდუქტები, რათა ღირსეულად გაუმასპინძლდეთ სოციალურად დაუცველებს,
სიკეთე გადამდებია.
"დააპურე საქართველო"
მასალის გამოყენების პირობები