სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 იანვრიდან საქართველოში ქარი ჩადგება და
20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე
მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, 20
იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17
იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა
ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება.
17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე
მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 20
იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის
საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9
გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები