ანონსი
ხელოვანები ცვლილებებისთვის - ქუთაისში კაკაბაძის სახელობის გალერეაში სოციალური აქცია მოეწყობა
FaceBook
"ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას“.

20 დეკემბერს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ხელოვანების აქცია : ტყიბულის N5 საბავშვო ბაღი - გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ სივრცეში შეამჯამებელ გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ. როგორც აქციის ორგანიზატორი ხელოვანები განმარტავენ პროექტი "ხელოვანების აქცია : ტყიბულის N5 საბავშვო ბაღი" წარმოადგენს საქართველოში პრიორიტეტული და მწვავე საკითხის: დეცენტრალიზაციისა და რეგიონის განვითარების თემის ირგვლივ ხელოვანებისა და საზოგადოების ერთობლივ კონცენტრაციას. პროექტს ეწოდება "ხელოვანების აქცია" რადგან სწორედ ხელოვანების ინიციატივა არის წამყვანი.
"აქციით, რომელშიც საქართველოში თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწე არტისტები ვერთიანდებით, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და დავსვავთ შეკითხვა ხელოვანის როლის შესახებ თანამედროვე საზოგადოებაში. ჩვენი ქმედებით გვინდა რეალურ ცვლილებებს ჩავუყაროთ საფუძველი და მოქმედებისთვის ამ სივრცეს ვთვაზობთ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს და გამოხატავს მზაობას ამ ცვლილებებისათვის... საბავშვო ბაღი არის განათლების სისტემაში პირველი, ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, საიდანაც იწყება მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბება, მისი სოციალიზაცია. ვაცნობიერებთ, რომ რთულია ფოკისურება ერთდროულად ყველა პრობლემაზე. ამიტომ ხელოვანების ჯგუფმა გადავწყვიტეთ ერთი კონკრეტული ბაღით და ერთი კონკრეტული პრობლემის დასმით დავიწყოთ მოქმედება. ამავე დროს ეს ერთი კონკრეტული ბაღი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ტყიბულში, ლენინის უბანში, არის უამრავი სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციის სახე. ტყიბულში, ლენინის უბანში მდებარე N5 საბავშვო ბაღი დღევანდელ დღემდე საბჭოთა დროის ინვენტარით ცოცხლობს. ინსტიტუციაში არსებული მდგომარეობა აისახება მცირეწლოვანი მოზარდების ფსიქიკაზე, სამუდამოდ აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში", - აღნშნავენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის მონაწილეები მიზნებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი სურვილია ერთი კონკრეტული და შედარებით მცირე მასშტაბის პრობლემის მოგვარებით მისცეს ბიძგი საქართველოსთვის გლობალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის აქტუალიზაციას და მცირე წვლილი შეიტანოს პრობლემის თანდათანობით, ეტაპობრივად მოგვარებაში. "ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას. პრობლემის მოგვარებაში არტისტების საკმაოდ დიდი ჯგუფის ჩართულობა კი ასევე ნიშნავს სოციუმის აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში. პრობლემური საკითხის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა უშუალოდ პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანების თანამონაწილეობის გარეშე. ამიტომაც ხდება ქართველი არტისტების შემოქმედებითი ენერგიის ფუკუსირება ამ კუთხით", - ამბობს აქციის მონაწილე, იდეის ავტორი ლუიზა ლაფერაძე.

გამოფენა 17:00 საათზე გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:57 / 19.04.2024
"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ
12:30 / 13.04.2024
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.