27 დეკემბერს, 10:30 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" პარტია "ახალი
ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია გამართავს ბრიფინგს.
თემა: სისხლის სამართლის საქმის ხელახალი აღძვრა
და შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
მისამართი: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა #8
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი
სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა,
რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი
ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის
გამოყენებით.
დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
პოლიტიკოსი ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ 6 000 ლარის სანაცვლოდ
გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები