პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები
გრძელდება.
კინოკვირეულში „ ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“ მწერალ რეზო
ჭეიშვილის წიგნების და სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებს
წარმოადგენენ.
კონკრეტულად იმ კინოსურათებს, რომლებიც ქუთაისშია
გადაღებული.
31 ივლისს „ჩემი მეგობარი ნოდარი“ იქნება ნაჩვენები.
(სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი რეჟისორი: დავით რონდელი)
3 აგვისტოს კი, „პიერი მილიციის თანამშრომელს“ უჩვენებენ.
(სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
რეჟისორი: დავით რონდელი).
დასაწყისი 21 საათზე.
ჩვენებები ღია ცის ქვეშ მონ პლაზირის ტერიტორიაზე
გაიმართება.
ფოტო: მარიტა ტყეშელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები