ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლაში (კინოთეატრ „სულიკოს
ყოფილი შენობა) “ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია
გაიმართება.
ლექციის თემაა - სტრესთან გამკლავება თანამედროვე
სამყაროში.
".ნათია ფანჯიკიძე ერთერთი გამორჩეული ბლოგერია ამ ეტაპზე ინტერნეტ
სივრცეში, საუბრობს იმ თემებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენ ყურადღებას არ
ვამახვილებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი გამორჩეული ბლოგერი ქალი
მოგვეწვია ქუთაისში და ესაუბრა თანამედროვე სამყაროში არსებულ სტრესზე
და მისი დაძლევის ფორმებზე ", - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის
დირექტორი ნატალი პატარიძე.
ლექცია 15 ოქტომბერს 17: 00 საათზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში
გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები