ქუთაისიპოსტი, რუბრიკის “ხალხი
და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში აწყობს სადისკუსიო
შეხვედრა/მრგვალ მაგიდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
ეს იქნება
მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხვედრა პირისპირ.
მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების
წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც
შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების
გზები.
შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას
მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები,
ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
იყავი აქტიური მოქალაქე, მიიღე მონაწილეობა სადისკუსიო შეხვედრაში,
გააცანი ხელისუფლებას პრობლემები, დასვი შენთვის საინტერესო კითხვები
და მიიღე პასუხები
შეხვედრა გაიმართება ქ. ზესტაფონში, 7 ნოემბერს, ზესტაფონის
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში 14:00 საათზე.
ქუთაისიპოსტი რუბრიკის ფარგლებში მსგავს შეხვედრას გამართავს იმერეთის
ყველა მუნიციპალიტეტში.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების
შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია
და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.
მასალის გამოყენების პირობები