ქუთაისში 10-14 აგვისტოს ჩათვლით ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს.
ჩვენება ღია ცის ქვეშ იმართება, ქალაქის ცენტრალურ უბანში მონპლეზირის ტერიტორიაზე. რეტროსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილი იყო
:ფილმები: "გზა", "ტკბილი ცხოვრება, "კაბირიას ღამეები".
დღეს ჩვენება ფელინის "8/2"-ით გაგრძელდება.
რეტროსპექტივა დიდი იტალიელი რეჟისორის იუბილეს - დაბადებიდან 95 წლისთავს ეძღვნება..ყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე. დასწრება უფასოა.
ჩვენება ხორციელდებაქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი აწყობს. იგი აღნიშნულ ღონისძიებას 1970 ლარის სანაცვლოდ განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები