ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი
გადახტა, რის შედეგადაც დაიღუპა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების
თქმით, კაცი ხიდიდან სუიციდის მიზნით გადახტა.
"როგორც კი გადახტა ეგრევე გარდაიცვალა. მალევე მოვიდნენ მაშველები,
მაგრამ ვერ გადაარჩინეს,"- ამბობენ თვითმხილველები.
გარდაცვლილი მამაკაცი სამხარეულის სახელობის პროზექტურაში
გადაასვენეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები