2 ნოემბერს, ქუთაისში, ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი
გაიხსნება.
აღნიშნული ფესტივალი ქუთაისში მეორედ ეწყობა.
დამფუძნებლების ინფორმაციით ფესტივალს წელს განსაკუთრებული ჟიური
ეყოლება: საქართველოს პირველად სტუმრობს ლა სკალას საბალეტო სკოლის
დირექტორი ანა მარია პრინა
ასევე ჟიურის წევრებია საქართველოს სახალხო არტისტი ვლადიმერ
ჯულუხაძე, საქართვლოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე, და
ამერიკიდან სპეციალურად მოფრინავვს თანამედროვე ბალეტის ქორეოგრაფი
ანა ლეჟავა.
წელს ფესტივალის გრან-პრი მიიღებს ამერიკაში უფასო სწავლას.
ფესტივალის ოფიციალური სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი
ირმა ნიორაძე.
ფესტივალი 2 ნოემბერს 18:00 საათზე გაიხსნება ,სადაც გოგი
ალექსიძის სახელობის თბოლისი თანამედროვე ბალეტი მარიამ ალექსიძის
ხელნძღვანელობით ორ მოქმედებიან სპექტაკლს წარადგენს.
3 ნოემბერს - პროფესიულ განყოფილებაში 7 ქვეყნის წარმომადგენელი
საბალეტო სკოლა მიიღებს მონაწიელობას, მათ შორისაა ამერიკა ფინეთი,
იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები.
4 ნოემბერს დასრულდება მასტერკლასებით.
ფესტივალის დამფუძნებელია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი
ნატა პატარიძე.
ჯორჯ ბალანჩინის საერთასორისო ფესტივალი დაფუძნდა 2017 წელს.
მასალის გამოყენების პირობები