ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა პარლამენტის გადატანის საწინააღმდეგო აქციას არ შეუერთდა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას არ შეუერთდნენ.
საკრებულოს ოპოზიციის მოწოდებას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად აქციაზე წასულიყვნენ, უმრავლესობამ დუმილით უპასუხა.  

საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია მიიჩნევს, რომ  პარლამენტის გადატანის საკითხი არ არის მათი კომპეტენეცია  და ახლა  ლოდინია საჭირო.

"საკრებულომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ისე გადაწყვეტს ამ საკითხს, როგორც ქუთაისისთვის იქნება უკეთესი. დამატებით ძალიან ბევრი სიკეთე ემატება ამ ქალაქს და კეთდება ბევრი კარგი პროექტი,"-განაცხადა ნიკა ლატარიამ.

იგივეს ფიქრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

"აქციაზე, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის წინ, არის ქუთაისის მოსახლეობის უმრავლეობა, მათ შორის ის უმრავლესობა, რომელმაც მე ამირჩია როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ამიტომ,  მე არ მაქვს უფლება მათი პოზიცია არ გავახმოვანო, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი, როგორც საკრებულოს დეპუტატის  კომპეტენციით რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა არ შემიძლია ამ გადაწყვეტიელბაზე“ ,  - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ,  უმრავლესობას აქციისთვის შეერთებისკენ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოუწოდა.  შუშანიას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია  ქუთაისის ღირსების დაცვა, ამიტომ ყველა ქუთაისელი დღეს იმ აქციაზე უნდა იდგეს, სადაც პარლამენტის გადატანას აპროტესტებენ.

"თქვენი დუმილი ნიშნავს ამ მავნებელი გადაწყვეტილების მხარდაჭერას. ახლა პარლამენტის წინ დგაგან ადამიანები, რომლებიც იცავენ ქუთაისის ღირსებას . მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად,  წავიდეთ და დავიცვათ ქალაქის ღირსება და ქუთაისის საპარლამენტო სტატუსი",- მიმართა გიგა შუშანიამ დეპუტატებს.

პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გაადწყვეტილებას ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ აპროტესტებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა ქალაქს განვითარების პერსპექტივას დაუკარგავს.

პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით, შენობის წინ მშრალი შემშილობა დაიწყო სამბოში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ბესო მიქელთაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.