17 ივლისი არის ბოლო დღე, როცა ლევან აბზიანიძის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი უნდა გახდეს ცნობილი.
ქუთაისში აქციის - ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ - დღე შეიცვალა, ნაცვლად 14 ივლისისა აქცია გაიმართება პარასკევს,17 ივლისს ნარკოლოგიურთან ქუთაისი, ორახელაშვილის ქუჩა # 8.) . 17 ივლისი არის ბოლო დღე, როცა ლევან აბზიანიძის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი უნდა გახდეს ცნობილი.
ქუთაისში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება ლევან აბზიანიზის საქმესთან დაკავშირებით.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, 17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაქციის ორგანიზატორთა (პრაქსისის სახელოსნო) მოთხოვნაა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი შეიცვალოს და დაკვალიფიცირდეს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ასევე აქციის მონაწილენი ითხოვენ გადაიხედოს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა.
გუშინ ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სახელოსნო პრაქსისის, რუბიკონის წარმომადგენლებმა და მოქალაქე აქტივისტებმა მცირე ინტერვენცია მოაწყვეს. პრობლემაზე ყურადღების მიპყრობის მიზნით მათ მერიის წინ რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
აქციას გუშინ თბილისიც შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები