ქუთაისში, თეატრალურ ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი 2018", 5
ივნისსაც ორ სპექტაკლს წარმოადგენენ.
"ნიღბების თეატრი" "წითელქუდას" აჩვენებს.
სპექტაკლი 14 საათზე დაიწყება.
ფესტივალზე, დღის მეორე ნახევარი დამოუკიდებელ დასს დაეთმობა, რომელიც
შადიმან შამანაძის "ღია შუშაბანდს" აჩვენებს.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" ორი კვირაა მიმდინარეობს.
ფესტივალი საკონკურსოა და 8 ივნისს დასრულდება. სწორედ ამ დღეს
გამოავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.
მასალის გამოყენების პირობები