თეატრალურ ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი 2018", მესხიშვილის თეატრის
სცენა ხარაგაულის თეატრს დაეთმობა.
წარმოდგენილი იქნება მაკა კუკულავას პიესის მიხედვით განხორციელებული
სპექტაკლი "ორნი" (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).
ფესტივალი 22 მაისს დაიწყო და მასში 16 თეატრი იღებს მონაწილეობას.
მათ შორის პოლონეთისა და აზერბაიჯანის თეატრები.
ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და იმერეთის მხარეში
შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები