ანონსი
ქუთაისში თეატრალურ ფესტივალზე 16 სპექტაკლს აჩვენებენ (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2018 გაიმართება.

ფესტივალში იმერეთის ათ მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები, ქუთაისის რამდენიმე დამოუკიდებელი და სახელმწიფო თეატრი, ასევე ორი სტუმარი პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი "უბედურება" გახსნის (დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით).

23 მაისს ჭიათურის პროფესიული დრამატული თეატრი "მოუხელთებელს" წარმოადგენს.

24 მაისს მესხიშვილის თეატრის სცენა ზესტაფონის თეატრის სპექტაკლს "თოლიას" დაეთმობა.

25 მაისს ბაქოს ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლი "ბუფონადა" გაიმართება.

27 მაისს პოლონეთის დამოუკიდებელი თატრის დასი წარსდგება სპექტაკლით "ოჯახი".

28 მაისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი წარმოადგენს საოპერო სპექტაკლს "ალეკო".

29 მაისს ბაღდათის სახალხო თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით "სამანიშვლის დედინაცვალი"მიიღებს მონაწილეობას.

30 მაისს სცენა სამტრედიის სახალხო თეატრს დაეთმობა სპექტაკლით "უნებლიე ავანტიურისტები".

31 მაისს წყალტუბოს სახალხო თეატრის სპექტაკლი გაიმართება "კაცი რომელსაც ღვინო არ უყვარდა"

1 ივნისს საჩხერის სახალხო თეატრი "მეფე ლირს" წარმოადგენს.

2 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით "ორნი"წარსდგება.

3 ივნისი ვანის სახალხო თეატრი "შულერებს" აჩვენებს.

4 ივნისს იაკობ გოგებაშვილის თოჯინების თეატრი სპექტაკლს "ნაცარქექია" წარმოადგენს.

4 ივნისს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრალური დასი
"ბოდიში რომ ცოცხალი ვარ" აჩვენებს.

5 ივნისს ორი სპექტაკლი გაიმართება ნიღბების თეატრის "წითელქუდა" და დამოუკიდებელი დასის სპექტაკლი "ღია შუშაბანდი".

6 ივნისს თერჯოლა აჩვენებს სპექტაკლს "სამუშაო მოხუცი ჯამბაზისთვის".

7 ივნისს ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლი "ღია შუაშაბანდი"გაიმართება.

8 ივნისს ფესტივალი დაიხურება.

სპექტაკლები 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:57 / 19.04.2024
"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ
12:30 / 13.04.2024
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.