ქუთაისში, კინო "საქართველოში" ფილმის "განწირული გვირგვინი" პრემიერა
გაიმართება.
პრემიერაზე მოწვეული არიან ფილმში მონაწილე მსახიობები და გადამღები
ჯგუფის წევრები, კულტურის დარგის, საგანმანათლებლო დაწესებულებების,
სამთავრობო სტრუქტურების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები.
"განწირული გვირგვინის" სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა
ფაჩულიაა.
სურათის ჟანრი სათავგადასავლოა და უძველესი საგანძურის "კოლხური
დიადემის" შესახებ მოგვითხრობს.
ფილმის ავტორების ინფორომაციით გადაღებები ქუთაისში მიმდინარეობდა
ექვსი თვის მანძილზე. მასში ადგილობრივი მსახიობებია დაკავებული.
"საქართველოდან უამრავი ნივთია წაღებული და დაკარგული, ეს ნივთები
ეროვნულ საგანძურს წარმოადგენდნენ. მათი დაკარგვა ყველა ქართველის
სატკივარია. ფილმი სწორედ ამ პრობლემაზეა, თუ როგორ ცდილობს
საგანძურის გატანას ბოროტმოქმედთა დაჯგუფება და როგორ უწევს მათ
წინააღმდეგობას მუზეუმის თანამშრომელი. ჩვენი სათქმელიც ეს არის, რომ
ადამიანები გაუფრთხილდნენ საკუთარ ეროვნულ საგანურს", - აღნიშნავს
ცისკარა ფაჩულია.
ფილმის ჩვენება კინო "საქართველოს" 23 ნოემბერს, 18:00 საათზე
შედგება. პრემიერაზე
დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები